როგორ გავგზავნოთ SMS მაგთიზე უფასოდ!

online

მაშ ასე, ახლა აგიხსნით როგორ უნდა გავაგზავნოთ უფასო SMS ები მაგთიზე. ამ მეთოდის უპირატესობა იმაშია რომ შესძლებთ არამარტო ნებისმიერ ნომერზე გაგზავნოთ SMS არამედ გამომგზავნად მიუთითოთ ნებისმიერი ნომერი ან თუნდაც ტექსტი, წარმოიდგინეთ რა მოუვა თქვენს მეგობარს თუკი მიიღებს მესიჯს საკუთარი სინდისისგან? მოკლედ ვიწყებთ!

1. პირველ რიგში უნდა ჩამოვწეროთ ერთი გემრიელი პროგრამა აქედან სულ რაღაც 1.3 მეგაბაიტია.
2. ჩამოწერის შემდეგ დავაინსტალირებთ პროგრამას ჩვეულებრივ და როდესაც პროგრამა გაეშვება, ვაჭერთ ღილაკს Register:

credit

3. და გამოსულ ფორმას ვავსებთ შემდეგნაირად:

First Name: სახელი

Last Name: გვარი

Language: აქ შეგიძლიათ აირჩიოთ ენა

Country: აქ Georgia იქნება არჩეული და დატოვეთ, თუ არადა აირჩიეთ Georgia.

E-mail: აქ უნდა ჩაუწეროთ მუშა მეილის მისამართი, სადაც მოვა დადასტურების წერილი

Mobile: აქ კი უნდა ჩაწეროთ თქვენი საკუთარი მობილურის ნომერი + კოდი, მაგალითად თუ მაგთის
მომხმარებელი ხართ: 99599XXXXXX თუ ლაი-ლაის აბონენტი - 99593XXXXXX და ა.შ., ანუ წინ + ის გარეშე.
შემდეგ ველებში კი ავირჩევთ შესასვლელ სახელს და პაროლს ამის შემდეგ ვაწვებით ღილაკს: Register

credit

4. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა გამოვა დადასტურების ფანჯარა:

credit

5. ამის შემდეგ ისევ საწყის ფანჯარაზე გადავალთ, ჩავუწერთ შესასვლელ სახელს და პაროლს და პროგრამა მოითხოვს სარეგისტრაციო კოდს:

credit

6. სარეგისტრაციო კოდი კი მოვა იმ მეილზე რომელიც ჩავუწერეთ რეგისტრაციის დროს, მივდივართ და ვამოწმებთ ფოსტას იქ კი გვხვდება მეილი კოდით, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:

credit

7. ვიღებთ კოდს და ვუწერთ პროგრამას, გამოვა ფანჯარა რომელიც წარმატებით რეგისტრაციას დაგვიდასტურებს, შემდეგ კიდევ ერთი ფანჯარა გამოვა პროფილის შესაქმნელად რომელსაც ეგრევე ვეთანხმებით, ანუ Yes და შევდივართ პროგრამაში, აქ კიდევ ერთი ფანჯარა გვხვდება რომელიც შეგვიძლია დავხუროთ.

8. ამასობაში მობილურზე უნდა მოგვსლოდა მესიჯი, ვნახულობთ მობილურს. იქ მესიჯში ასეთი რამ უნდა ეწეროს: voucher number: და შემდგომ კოდი. ვუბრუნდებით პროგრამას, აქ მესამე ღილაკზე აწერია Voucher, ვაჭერთ ამ ღილაკზე და შემდეგ ვირჩევთ Redeem Voucher:

credit

9. გამოდის ახალი ფანჯარა, სადაც უნდა ჩავუწეროთ ესემესით მოსული კოდი და ვაწვებით ღილაკს Redeem.

credit

10. გამოდის დადასტურების ფანჯარა და მოციმციმე ტექსტი მარჯვენა დაბლა კუთხეში გვატყობინებს რომ გვაქვს სამი მესიჯი.

credit

ახლა მოდის ყველაზე კარგი ნაწილი, მესიჯის გაგზავნისას გამომგზავნის სახელში შეგიძლიათ ჩაუწეროთ რაც გაგიხარდებათ ის, სიტყვა ან ნებისმიერი ნომერი! ხოლო ადრესატის ნომრის მითითებისას ისევ ძველი ფორმატით უნდა მიუთითოთ ნომერი (ანუ 99599XXXXXX 99593XXXXXX და ა.შ.) ამ მეთოდს უარყოფითი მხარეც აქვს რათქმაუნდა, კერძოდ ის რომ როგორც შეამჩნიეთ ერთი ექაუნთიდან მხოლოდ 3 უფასო მესიჯის გაგზავნა შეგიძლიათ, მაგრამ რა გიშლით ხელს რომ სხვისი მობილური ითხოვოთ და ახალი ექაუნთი შექმნათ? მოკლედ იგულავეით!

გადმოწერეთ

| დათვალიერება: 32,845 ჯერ | |
loading...