.როგორ გადმოვწეროთ ვიდეო, ფოტო და Gif-ი Pinterest-იდან.

pointerge.jpg

პირველ რიგში გეტყვით რომ Pinterest-ი არის პლატფორმა სადაც შეგიძლიად მოძებნოთ სხვადასხვა საინტერესო სურათები, გიფები თუ ვიდეოები სრულიად უფასოდ. მას აქვს ბლოგები, ბიბლიოთეკები, ალბომები, ვიდეოები და ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რომ დაუსრულებლად იპოვოთ ბევრი საინტერესო რამ რასაც ეძებთ.


თავად პლატფორმა მართლაც თანამედროვე და მარტივი გამოსაყენებელია. თქვენ უბრალოდ უნდა ჩაწეროთ სასურველი სიტყვა ძიებაში, რომ იპოვოთ კონტენტი, რომლის ნახვაც გსურთ. როდესაც ისარგებლებთ ამ პლატფორმით რომელსაც უკვე მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს თქვენ ნამდვილად არ დარჩებით იმედგაცრუებული.
ახლა კი გადავიდეთ მთავარ საკითხზე როგორ გადმოვწეროთ ვიდეოები, ფოტოები და gif-ები Pinterest-იდან:
ამისთვის არსებობს რამოდენიმე კარგი Pinterest Video Downloader ხელსაწყო ინტერნეტ სივრცეში რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი მოწყობილობიდან გახსნათ რომელსაც აქვს ბრაუზერის მხარდაჭერა.
ნაბიჯი 1: გახსენით პინტერესტი თქვენს მობილურში, კომპიუტერში ან სხვა ნებისმიერ მოწყობილობაში.
ნაბიჯი 2: ავარჩიოთ სასურველი ვიდეო, სურათი თუ გიფი რომლის გადმოწერაც გვსურს.
ნაბიჯი 3: დავაჭიროთ გაზიარების ღილაკს და დავაკოპიროთ ლინკი.
ნაბიჯი 4: შევდივართ საიტზე Pinterestdownloader.org და საძიებო ველში ჩავსვამთ დაკოპირებულ ლინკს.
ნაბიჯი 4: ვაწვებით გადმოწერის ღილაკს რის შემდეგაც ამოგიგდებთ ხელმისაწვდომ ფაილებს რომელიც მზად არის თქვენს დევაის-ზე ჩამოსატვირთად.
შეგახსენებთ იმისათვის რომ სრულყოფილად ისარგებლოდ Pinterest-ით აუცილებელია შექმნათ თქვენი პირადი ანგარიში რის შემდეგადაც თუ თქვენ შექმნით უფასო ანგარიშს, ის მარტივად მოგცემთ დამატებით შესაძლებლობებს, შეაგროვოთ და შეინახოთ თქვენი საყვარელი Pin-ები და განათავსოთ ის თქვენს ალბომებში რომელიც შეგიძლიათ გახადოთ საჯარო და გაუზირაოთ თქვენს მეგობრებს.

| დათვალიერება: 583 ჯერ | |