.ფასდაკლება ბენზო ხერხებსა და სხვა ხელსაწყოებზე

როგორც ბაღისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე, ისე ელექტრო, პნევმატურ და ბენზო ხელსაწყოების ონლაინ ბაზარი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ეს მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოებებით აიხსნება.
მათ შორის იმით, რომ სტანდარტული მაღაზიების მსგავსად, ინტერნეტშიც სრულადაა შესაძლებელი გაეცნოთ სასურველი ხელსაწყოს მახასიათებლებს, დაუსვათ ნებისმიერი კითხვა კონსულტანტს, ნახოთ ხელსაწყო ჩართულ მდგომარეობაში ვიდეოს სახით და რაც მთავარია, ყურადღებით წაიკითხოთ სხვა მყიდველების შეფასებები, აზრი და გამოცდილება, რის შესაძლებლობასაც, გარე გაყიდვის ობიექტებში, როგორც წესი, მოკლებული ხართ.
ინტერნეტში მზარდი გაყიდვებით გამორჩეულ მსგავს პროდუქტებს შორისაა სხვადასხვა ტიპის ბენზო ხერხი, (იგივე “დრუჟბა”) რომელსაც სხვადასხვა ცნობილი მწარმოებელი გვთავაზობს და ასორტიმენტიც საკმაოდ ფართოა, განსხვავდება რა მოდელები ფასით, მაყუჩების რაოდენობით, სიმძლავრით და ავზის მოცულობის მიხედვით.
ბენზო ხერხის ყიდვა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც რეგიონში ცხოვრობს და ზამთრისთვის შეშის მომარაგება სჭირდება, ამას გარდა, მას ყიდულობენ საწარმოო დანიშნულებითაც.
ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ს გაყიდვების სამსახურზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტიპის ხერხების გაყიდვები პიკს სწორედ გვიანი შემოდგომის და ზამთრის პერიოდში აღწევს და განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა როგორც გერმანული ტექნოლოგიით დამზადებულ “დრუჟბებზე”, მათ შორის ბენზო ხერხ როიალზე, ისე რუმინულ და რუსულ პროდუქციაზე, Baltika-ზე, Lux Garden-ზე და Hitachi-ზე.
აღსანიშნავია, რომ იგივე ხელსაწყოების ინტერნეტ მაღაზია გვთავაზობს ფასდაკლებებს ბენზოხერხებზე და სხვადასხვა აქციას, მათ შორის საჩუქრებს ყოველ შენაძენზე (დამატებით შინას, დამცავ სათვალეს და ა.შ.). ფასდაკლება მოქმედებს როგორც პირდაპირ შეძენის, ისე განვადებით ყიდვის მსურველთათვის.
თითოეულ ხერხს გააჩნია 1 წლიანი ოფიციალური ქარხნული გარანტია და მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი მთელ საქართველოში, შეძენიდან 1 სამუშაო დღეში.
| დათვალიერება: 1,175 ჯერ | |