.წიგნი - “ვაჭრობის საბაზისო კურსი”

წინამდებარე სხელმძღვანელო მომზადებულია სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს ტრეიდერების მიერ და განკუთვნილია იმ ახალბედა ტრეიდერებისთვის, ვინც საფონდო ბაზრის ფერხულში ჩაბმას აპირებს.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ წიგნი - “ვაჭრობის საბაზისო კურსი”, პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც წარმოდგენას ქმნის თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს საფონდო ბირჟები დღეს, როგორია ვაჭრობის მთავარი წესები და პრინციპები.
სახელმძღვანელო არ წარმოადგენს სრულ საგანმანათლებლო კურს, თუმცა მკითხველი მიიღებს იმ საბაზიცო ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროცესების გარკვევაში. წიგნი დწერილია საკმაოდ მარტივ და გასაგებ ენაზე, რაც ნებისმიერ მკითხველს დაეხმარება ბირჟების მუშაობის შეცნობაში.
ასევე, სახელმძღვანელოში თავების მიხედვით აღწერილია: ორდერების და მათი ნაირსახეობა, ვაჭრობის ფსიქოლოგია, “P-PRO 8” პლატფორმის ძირითადი ფუნქციები და გამოყენების მექანიზმები, საფონდო ინდექსები და მათი შედარებები, ფიუჩერსების რაობა, ლიკვიდურობის ცნება, სავაჭრო სტრატეგიები და სხვა საბაზიცო პრონციპები, რომელსაც “დეიტრეიდერები” პოზიციების გახსნისას იყენებენ.
იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმძღვანელო გააღრმავებს თქვენს ცოდნას საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის შესახებ და კიდევ ერთი სამაგიდო წიგნი გახდება. | დათვალიერება: 1,005 ჯერ | |