.iPhone-ის ამერიკიდან გამოწერის საუკეთესო სერვისი - Mobify.ge.

iPhone-ის ამერიკიდან გამოწერის საუკეთესო სერვისი - Mobify.ge

მობილური ტელეფონების, განსაკუთრებით iPhone-ის მოდელების ამერიკიდან გამოწერა ქართველ მომხმარებლებს შორის წლიდან წლამდე მზარდი პოპულარობით სარგებლობს. დღეისთვის ამ სერვისს ბაზარზე რამდენიმე კომპანია გვთავაზობს, გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც განსაკუთრებული პირობებით და საუკეთესო ფასით გამოირჩევა.

Mobify.ge-ზე iPhone-ს ყველა პოპულარული მოდელის ამერიკიდან გამოწერაა შესაძლებელი, უახლესი 8-ის და X-ის გარდა, როგორც პირდაპირ გადახდით, ისე ონლაინ საბანკო განვადებით სახლიდან გაუსვლელად.

წარმოგიდგენთ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც მეორადი აიფონის ამერიკიდან ყიდვისას უნდა გავითვალისწინოთ:

  • როგორ მდგომარეობაში ჩამოდის ტელეფონი - შეკეთებულია, უბრალოდ გამოყენებულია თუ დისპლეი მოდელია
  • წარმოდგენილი იქნება თუ არა ყუთი და შესაბამისი აქსესუარები 
  • ნამდვილად ამერიკიდან ჩამოდის თუ არა.
  • არის თუ არა თქვენს მიერ არჩეული iPhone ე.წ სიმ-ფრი, ანუ შეუძლია თუ არა ნებისმიერ ქართულ ქსელზე მუშაობა ხარვეზების და შემდგომი დაბლოკვის რისკის გარეშე.
  • აქვს თუ არა გარანტია, რა ვადით და რა შედის საგარანტიო პირობებში
  • როგორია ფასი, რამდენად განსხვავდება ის ახალი მოდელის ფასისგან (როგორც წესი ფასში სხვაობა მინიმუმ 30%-ს უნდა შეადგენდეს)
  • შესაძლებელია თუ არა ონლაინ განვადება iPhone-ზე და როგორია მისი პირობები, ჯამური გაძვირება და ა.შ.
  • როგორია ხელშეკრულების გაუქმების ან თანხის უკან დაბრუნების პირობები

Mobify-ზე შეძენილ მობილურ ტელეფონებს:

  1. მოყვება ამერიკაში შეძენის და განბაჟების დოკუმენტაცია.
  2. შეძენიდან 1 კვირის მანძილზე ნებისმიერი წუნის შემთხვევაში ტელეფონი სრულად იცვლება ან უქმდება მომხმარებელთან არსებული ხელშეკრულება.
  3. ყველა მოდელს აქვს 6 თვიანი გარანტია, რომელშიც შედის ნებისმიერი შესაძლო პრობლემის აღმოფხვრა, მექანიკური დაზიანების გარდა (ეკრანის ან კორპუსის გატეხვა და ა.შ)
  4. ყველა მოდელი ჩამოდის ყუთით და აქსესუარებით
  5. არის Unlocked, ანუ სრულიად ჩვეულებრივ მუშაობს ყველა ქართულ GSM ოპერატორზე, ამასთან არის ე.წ Display მოდელები, რაც ნიშნავს, რომ ტელეფონების უმეტესობა თითქმის ახალივით გამოიყურება.
  6. ფასი საუკეთესოა - ზოგიერთ მოდელზე ახალთან შედარებით 50%-ით იაფია, რაც მის შეძენას თითქმის უალტერნატივოს ხდის.
  7. მოქმედებს 4 ბანკის ონლაინ განვადება, ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობებით, მინიმალური ჯამური გაძვირებით.

და რაც მთავარია, ამ სერვისით უკვე 5000-მდე ადამიანმა ისარგებლა, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი მათ შეფასებებს ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში, იკითხოთ მათი გამოცდილება და მიიღოთ დამატებითი რჩევები რაც წარმატებული არჩევნის გაკეთებაში დაგეხმარებათ!

| დათვალიერება: 1,154 ჯერ | |