. Autocash.ge - ლიდერი გზამკვლევი ავტო ფინანსურ სამყაროში

მართალია, საქართველოში ძალიან ბევრი ავტომობილია, განსაკუთრებით კი თბილისში. პარკირება და გადაადგილება პიკის საათებში ძალიან რთულია, თუმცა, მაინც უამრავი ადამიანი ოცნებობს ავტობუსებში, მეტროში, სამარშრუტო ტაქსებში, სადაც მგზავრები ფეხზე დგანან და ჰაერი აღარ ყოფნით, რომ ჰქონდეთ თავიანთი, პირადი კომფორტ ზონა, დაე, იდგნენ საცობში, რაც მთავარია საკუთარი ავტომობილით. ავტომობილი ხომ მობილურობის, კომფორტისა და პრაქტიკულობის ეტალონია. თუ თქვენ ერთ-ერთი მეოცნებე ხართ და მიიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ავტომობილის შეძენას ვერ გაწვდებით, რადგან არ გყოფნით შემოსავალი, ან სხვა ფინანსური ვალდებულებები გაქვთ და მხოლოდ ოცნების უფლება გაქვთ, ცდებით.
თუ ავტმომბილის შეძენა გსურთ და თანხა არ გყოფნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო ლიზინგით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გადაიხადოთ ყოველთვიურად გარკვეული თანხა, გყავდეთ უახლესი, დაზღვეული და გარანტირებული ავტომობილი და ყოველი ახალი მოდელის გამოსვლისას ძველი დააბრუნოთ ახალი კი მოიხმაროთ, იმავე პირობებით.
თუ ავტომობილის შეძენა ავტოსალონიდან არ გსურთ, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია შესაძენი ქონებით სესხის უზრუნველყოფა, რომლითაც ანგარიშსწორდებით მომწოდებელთან, ფინანსურ ვალდებულებას თქვენს მიერ შერჩეული გრაფიკით დაფარავთ, ავტომობილი კი მთლიანად თქვენს განკარგულებაში იქნება .
თუ ავტომობილი გყავთ და უბრალოდ თანხა გჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში ავტო ლომბარდის სერვისია იდეალური. ბანკებთან საკრედიტო ლიმიტი ამოწურული გაქვთ, თანხა კი აუცილებლად გჭირდებათ - ავტო ლომბარდი გასცემს თქვენზე სესხს, რომელიც თქვენივე მოძრავი ქონებით იქნება უზრუნველყოფილი, თანხას საჭიროებისამებრ გამოიყენებთ, ავტომობილის მართვას განაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში, ფინანსურ ვალდებულებას კი, ამ შემთხვევაშიც, ეტაპობრივად, თქვენს მიერ შერჩეული გრაფიკით დაფარავთ.
ავტო ლომბარდისა და ავტო ლიზინგის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან პრაქტიკულია. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული კომპანია ოპერირებს. ისინი ჯანსაღ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს და ცდილობენ საკუთარი ნიშის მოპოვებას. ამიტომაც მათი პირობები მომხმარებლის პროფილიდან გამომდინარე განსხვავდება ერთმანეთისგან.
მომხმარებლების ინფორმაციული თვალსაზრისით მხარდასაჭერად არსებობს autocash რომელიც ავტო ლომბარდებისა და ავტო სალიზინგო კომპანიების ონლაინ კატალოგია. აქ შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება კომპანიების შესახებ: თვიური საპროცენტო განაკვეთი, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დაფინანსების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები, მსესხებლის ასაკობრივი ზღვრები, სამუშაო გრაფიკი და სხვა საჭირო დეტალები. აუტოქეშის გუნდი მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობს იმისთვის რომ მომხმარებლამდე 100% ით ვალიდური ინფორმაცია მივიდეს.
აუტოქეში ლიდერი გზამკვლევია ავტო ფინანსურ სამყაროში. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა 100%-ით სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოთ.