. ონლაინ სესხები - ტყუილზე დაფუძნებული ბიზნესი თუ ერთადერთი ხსნა გამოუვალ სიტუაციაში?

ონლაინ სესხები - ტყუილზე დაფუძნებული ბიზნესი თუ ერთადერთი ხსნა გამოუვალ სიტუაციაში?

ხედავთ რეკლამებს, ბევრ ონლაინ სესხების რეკლამებს და როდესაც სასწრაფოდ გესაჭიროებათ თანხა, გონებაში გიტივტივდებათ, რომ არსებობს ასეთი ონლაინ შესალებლობა - ისესხოთ თანხა სწრაფად და დააბრუნოთ მარტივად. შედიხართ შერჩეული კომპანიის საიტზე, რეგისტრირდებით, ავსებთ შესაბამის ველებს, ნიშნავთ თანხმობას, რომელიც წესებსა და ვალდებულებებს ეხება და აგზავნით განაცხადს. 15 წუთში დადებითი პასუხი მოგდით, თანხა გამოგაქვთ და ერთი თვის შემდეგ, როდესაც სესხი დასაფარია, აღმოაჩენთ რომ ფული კვლავ არ გაქვთ. ამ დროს შედიხართ სოციალური ქსელის პირად პროფილში და რაიმე შეურაცხყოფელსა თუ სიძულვილის ენით აღსავსე სტატუსს წერთ ონლაინ სესხების შესახებ. სტატუსს შეიძლება რამდენიმე ლაიქი და კომენტარი ჰქონდეს, თქვენნაირი ვითომდა დაზარალებული ხალხისაგან, მაგრამ რეალურად, ხართ კი თქვენ დაზარალებული?
შეადარეთ sesxebi

პასუხი არის რომ არა, თქვენ ონლაინ სესხმა გიხსნათ გამოუვალ სიტუაციაში და სამაგიეროს ავტორიტეტის შელახვის მცდელობით უხდით. თქვენ თვითონვე მიიღეთ ონლაინ სესხით აღების გადაწყვეტილება და თავადვე დაადასტურეთ პირობები, მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და ის პუნქტიც გაუცნობიერებლად მონიშნეთ, რომელიც წესების თანხმობას ეხებოდა. ძალმომრეობით არაფერი მომხდარა, მარტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან საქმე ონლაინ საშუალებით თანხის მიღებას ეხებოდა, გეგონათ რომ შესაძლებელია ვალდებულებები და პასუხისმგებლობები თავიდან აიცილოთ. ასე და ამგვარად, ონლაინ სესხები ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლების კომფორტზე და გთავაზობთ მაქსიმალურად მარტივ და სწრაფ სერვისს.

| დათვალიერება: 990 ჯერ | |
loading...