წინა ამბები 'News-სიახლეები' ის განყოფილებაში
ადამიანები უჩვეულო და შოკისმომგვრელი ანომალიებით (NSFW)

● რუდი სანტოსი – ადამიანი-რვაფეხა
69 წლის ფილიპინელ რუდი სანტოსს ტანჯავს უკიდურესად იშვიათი მდგომარეობა, რომელსაც Craniopagus parasiticus ანუ „პარაზიტი ტყუპი” ეწოდება. ამ დეფორმაციის მქონეთაგან ის ყველაზე ხნიერია. რუდის მენჯებიდან და მუცლიდან გამოზრდილია მკლავებისა და ფეხების დამატებითი წყვილი, რომელიც ოდესღაც მის ტყუპისცალს ეკუთვნოდა, მაგრამ მუცლად ყოფნის პერიოდში მისმა სხეულმა შეიწოვა. რუდის სხეულზეა ასევე დამატებითი წყვილი კერტები და განუვითარებელი თავი ყურითა და თმებით. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში რუდი სხვადასხვა წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას და ზოგჯერ დღეში 20 000 პესომდე შოულობდა. სწორედ სცენაზე მოიპოვა მეტსახელი – ადამიანი-რვაფეხა. მას ხშირად ამსგავსებდნენ ღმერთს და მის მოსანადირებლად ქალები რიგში დგებოდნენ. 80-იანების მიწურულიდან რუდი გაუჩინარდა და გარკვეული პერიოდი სიღარიბეში ცხოვრობდა. 2008 წელს ექიმებმა ანალიზები ჩაუტარეს და ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, მაგრამ რუდიმ უარი განაცხადა, რადგან გამონაზარდებს შეეჩვია. დატოვეთ კომენტარი
ცხოველთა ევოლუციის უცნაური შემთხვევები

ევოლუციური ადაპტაცია გამოიხატება გარკვეული ნიშან-თვისებებისა და შტრიხების ჩამოყალიბებაში, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი შესაბამის საარსებო გარემოს ეგუება და სიცოცხლის შენარჩუნებასა და შთამომავლობის დატოვებას ახერხებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი უცნაურად მიმდინარეობს და სახეობის შიგნით არსებული ჯგუფები დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავებულ თვისებებს იძენენ, ზოგჯერ კი ორი შორეული სახეობა ერთმანეთს ემსგავსება. დატოვეთ კომენტარი
მეცნიერები გადაშენებული ცხოველების გაცოცხლებას აპირებენ

მეცნიერები აქტიურად მსჯელობენ 24 გადაშენებული ცხოველის აღდგენასა და დედამიწაზე დაბრუნებაზე, თუმცა ეს არ იქნება იურული პერიოდის პარკის მსგავსი მოვლენა, რადგან მკვლევართა თქმით, დინოზავრების დნმ-ი ამ პროექტისთვის ძალიან ძველია. კონკრეტული სახეობები მეცნიერებმა განიხილეს ვაშინგტონში TEDx კონფერენციაზე, რომელსაც National Geographic-ი ასპონსორებდა. დატოვეთ კომენტარი
ჰყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი?

კოლოსალური სილამაზე და შიშის მომგვრელი კომპლექსურობა – რისი შედეგია სამყაროს საოცრებები, კოსმოსური შემთხვევითობის თუ გონიერი შემოქმედების? საუკუნეების განმავლობაში რელიგიასა და მეცნიერებას მწვავე უთანხმოება ჰქონდათ. ამჟამად მეცნიერება აქტიურად იკვლევს ამ საკითხს და ფიზიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ გასაღები მათემატიკაშია, ნევროლოგების აზრით, ის ტვინში იმალება, პროგრამისტები კი თვლიან, რომ ღმერთი ერთ-ერთი მათგანია და ჩვენი სამყარო სხვა არაფერია, თუ არა მის მიერ შექმნილი სიმულაცია. დატოვეთ კომენტარი
მითოლოგიური რწმენები და მათი ლოგიკური ახსნები

საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას მრავალი მითოლოგიური ქმნილებისა და უცნაური მოვლენების სწამდა, მათგან ზოგიერთი კი მრავალ ცივილიზაციაში ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცივილიზაციებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. თუმცა მითების მსგავსება არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენები რეალურია. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი წარმოადგენს ადამიანური სწრაფვის შედეგს, აეხსნათ მათთვის გაუგებარი ფენომენები, რის გამოც მითებს სხვადასხვანაირი ვარიაციები ეძლეოდათ. თანამედროვე ცოდნის საფუძველზე ზოგიერთ მითოლოგიურ რწმენას მოეძებნება ლოგიკური მეცნიერული ახსნა. დატოვეთ კომენტარი
ქვეცნობიერის საიდუმლოებები

თქვენს თავებში გამოუკვლევი სამყარო იმალება. მასში ინახება ყველანაირი ინფორმაცია – რა იცით, რას გრძნობთ, ფიქრები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გაქვთ. დღესდღეობით მეცნიერება ჩვენი გონების მიუწვდომელ სიღრმეებს იკვლევს, რათა დაადგინოს მისი რეალური ძალა და ქვეცნობიერის საიდუმლოებები ამოხსნას.
ქვეცნობიერი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი შიშებისა და სურვილების წყაროსა და სიზმრების სათავეს, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ალტერ ეგო იმალება. თუმცა თანამედროვე ნეირომეცნიერების კვლევების შედეგად აშკარა ხდება, რომ ქვეცნობიერი აკონტროლებს ცხადში მიმდინარე ყველა მომენტს. თუკი სრულად შევიცნობთ ჩვენი გონების იდუმალ მხარეებს, შეგვეძლება გავხდეთ უფრო ჭკვიანები, ჯანმრთელები და შემოქმედებითები, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.
დატოვეთ კომენტარისაბჭოთა კავშირის 10 უდიდესი საიდუმლო

● იმ დროის უდიდესი ბირთვული კატასტროფა.
თუკი ისტორიის ყველაზე საშინელ ბირთვულ კატასტროფაზე ჩამოვარდება საუბარი, პირველად ალბათ ჩერნობილი და ფუკუშიმა გაგახსენდებათ. მცირეოდენმა თუ იცის 1957 წლის კიშტიმის ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოზიორსკში, ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა, რუსეთის სამხრეთ ნაწილში. ჩერნობილის მსგავსად ამ კატასტროფის მიზეზიც არასწორი გადაწყვეტილებები იყო, კონკრეტულად კი უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა. 6-ვე რეაქტორი განლაგებული იყო ყიზილტაშის ტბის სიახლოვეს, გამაგრილებელი სისტემა კი რადიაციით დაბინძურებულ წყალს პირდაპირ ტბაში უშვებდა. მაღალი რადიაციის მქონე ნარჩენები საბოლოოდ მდინარე ობში ხვდებოდა, იქიდან კი – ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. 1953 წელს დაამატეს თხევადი ნარჩენების შესანახი მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა 8 მ სიღრმეში ბეტონში ჩაშენებული ფოლადის ცისტერნებისგან. რადიოაქტიურობის მაღალი დონის გამო ნარჩენები ხურდებოდა, რის აღმოსაფხვრელადაც გამაგრილებელი სისტემები დააყენეს. 1957 წელს ერთ-ერთი ცისტერნის გამაგრილებელი სისტემა, რომელიც 70-80 ტონა სითხეს მოიცავდა, წყობიდან გამოვიდა და შეკეთება შეუძლებელი გახდა, ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ მიგდების გამო ტემპერატურამ 350 გრადუსამდე აიწია და მოხდა 70-100 ტონა ტროტილის ექვივალენტი ქიმიური აფეთქება, რამაც 160 ტონიანი ბეტონის სახურავი მიწისქვეშეთიდან ჰაერში აისროლა. რადიოაქტიური ნალექები 20 000 კვ. კმ-ზე გავრცელდა, აფეთქებიდან 10-11 საათის შემდეგ რადიოაქტიურმა ღრუბელმა 350 კმ-ით გადაინაცვლა ჩრდილოეთით. რადიოაქტიური გამოსხივება დაახლოებით 270 000 ადამიანს მიწვდა, ევაკუაციისას კი 11 000 ადამიანს გაუნადგურდა საცხოვრებელი. მხოლოდ 1976 წელს ეცნობა დასავლეთს ეს ამბავი საბჭოთა ემიგრანტის ჟორეს მედვედევის მიერ, ხოლო დეტალები საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1989 წელს, ჩერნობილის მოვლენიდან 3 წლის შემდგომ. დატოვეთ კომენტარი
ყველაზე სასტიკი კაციჭამია ცხოველები

ყველაზე მსხვილი და ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციებში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგ საკბილოდ, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს 10 ყველაზე ცნობილ და საზარელ შემთხვევას მსგავსი მოვლენებიდან. დატოვეთ კომენტარი
ამერიკელმა ექიმებმა შიდსით დაავადებული ბავშვი განკურნეს

მისისიპის შტატის ექიმები მედიცინის ისტორიაში შევიდნენ მას შემდეგ, რაც შიდსით დაავადებული 2 წლის ბავშვი განკურნეს. პაციენტს ეს დაავადება დაბადებიდანვე სჭირდა. ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, როცა მცირეწლოვანი პაციენტი შიდსისგან განიკურნა. დატოვეთ კომენტარი
უჩვეულო ფაქტები პლაცებოს ეფექტის შესახებ

ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ფენომენებიდან პლაცებოს ეფექტი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ნაკლებად ამოხსნილი მოვლენაა. მასზე ყველას გვსმენია, მაგალითად ის, რომ შეგვიძლია ავადმყოფობებისგან განვიკურნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვჯერა, ასე მოხდება. სხვა სიტყვებით, ვატყუებთ ორგანიზმს და ვაჯანსაღებთ მას, რაც ტვინის ძლევამოსილებას ამტკიცებს. თუმცა ამის გარდა არსებობს პლაცებოს ეფექტის გარკვეული ასპექტები, რომელთა ახსნა ექიმებისა და მეცნიერებისთვისაც კი რთულია. დატოვეთ კომენტარი
9 ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება კაცობრიობამ თავი გაინადგუროს

მაიას ტომის წინასწარმეტყველება არ ახდა, თუმცა ადამიანებმა შესაძლოა ოდესმე მართლაც მოუღონ ბოლო თავიანთ არსებობას. ბუნებაში ნამდვილად არაა საფრთხის დეფიციტი – შორეულ მომავალში ასტეროიდების წვიმა და სუპერვულკანების ამოფრქვევა გველის. თუმცა მანამდე არანაკლები საფრთხის მომტანი შეიძლება ადამიანთა ქმედებები აღმოჩნდეს. დატოვეთ კომენტარი
7 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც

ჯერჯერობით არ გაგვაჩნია იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე, თანამგზავრებზე ან კოსმოსურ სივრცეებშიც არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე დამაფიქრებელი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ოდესმე უცხოპლანეტურ სიცოცხლის ფორმებს აღმოვაჩენთ, შესაძლოა მზის სისტემაშიც კი. აქვე აღსანიშნავია, რომ სიტყვა «უცხოპლანეტელი» არ გულისხმობს აუცილებლად დიდთავიან მწვანე არსებებს, სიცოცხლის პრიმიტიული ფორმებიც კი, რომლებიც დედამიწის მიღმა გაჩნდა, უცხოპლანეტურად ითვლება. დატოვეთ კომენტარი
ცხოველებზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენები

არსებობს ცხოველებთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებიც უმეტესობამ კარგად იცის: სპილოს ფეხზე დამდგარს შეუძლია ძილი, ყველა ვეფხვს უნიკალური ზოლები აქვს და ა.შ. თუმცა არსებობს ფართოდ გავრცელებული ისეთი შეხედულებებიც, რომლებიც სიმართლესთან არც ისე ახლოს დგას. დატოვეთ კომენტარი
ფილმის ხარისხის განმარტებები

CamRip (CAM):
ყველაზე დაბალი ხარისხი.. ფილმს იღებენ კამერით კინოთეატრის ეკრანიდან. ზოგიერთ ფილმში მაყურებლების თავები და ა.შ. შეიძლება ჩანდეს. ბგერის ხარისხი სხვადასხვანაირია, შესაძლებელია იყოს ხმაური და მაყურებლის სიცილი.
Telesync (TS):
იწერება პროფესიონალური (ციფრული) კამერით რომელიც ცარიელ კინოთეატრშია შტატივზე დამაგრებული ვიდეოს ხარისხი უფრო უკეთესია ვიდრე უბრალო კამერით (Cam) ჩაწერილით. აუდიო იწერება პირდაპირ პროექტორიდან ანდა სხვა ცალკე გამოსასვლელიდან, მაგალითად სავარძელში არსებული ყურსაცვამების გასართიდან (როგორც თვითმფრინავში). ხმა ამ გზით კარგი და ხმაურის გარეშე გამოდის. ძირითადად ბგერა სტერეო რეჟიმში იწერება.
ალბინოსების ტრაგიკული ცხოვრება ტანზანიაში

ტანზანიაში ალბინოსად დაბადება სასიკვდილო განაჩენს უდრის. 2006 წლიდან მოკლულ იქნა 71 ადამიანი, რომლებსაც არ ჰქონდათ პიგმენტები კანზე, თმაზე ან თვალებზე, 29 კი თავდასხმის ობიექტი გახდა. დღესდღეობით 1400 ტანზანიელიდან 1 ალბინოსია (მსოფლიო მასშტაბით კი – 20 000-დან 1). ზოგიერთ ადგილობრივს სწამს, რომ ალბინოსი მოჩვენებაა და მისი მოკვლა შეუძლებელია. სხვების აზრით, ეს საგვარეულო წყევლაა, თუმცა ყველაზე შემაძრწუნებელი მაინც მაგიის მიმდევარი „ექიმები” არიან – ისინი ალბინოსთა კიდურებზე ნადირობენ, რათა წარმატებისა და ჯანმრთელობის მომტანი მაგიური წამლები დაამზადონ. ალბინოსის სრული „კომპლექტი” – ყურები, ენა, ცხვირი, გენიტალიები და ოთხივე კიდური – ზოგჯერ 75 000 დოლარამდე ღირს. დატოვეთ კომენტარი
საქართველოს ღირსების მპყრობელები
ზეპურნი დედანი
დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს